საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება №564

შავი ზღვის ერთობლივი საპილოტე კონკურსის ორგანიზებასთან დაკავშირებით განხორციელების შეთანხმებაზე ხელმოსაწერად სულხან სისაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

მიენიჭოს უფლებამოსილება სსიპ _ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორს სულხან სისაურს, რომ ხელი მოაწეროს შავი ზღვის რეგიონში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში კავშირების დამყარების (BS-ERA.NET) ფარგლებში გამოცხადებული შავი ზღვის ერთობლივი საპილოტე კონკურსის ორგანიზებასთან დაკავშირებით განხორციელების შეთანხმებას.

 

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური