საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 15 თებერვლის მთავრობის სხდომა

2011 წლის 15 თებერვლის მთავრობის სხდომა2011 წლის 15 თებერვალს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 48 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე სქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღის წესრიგის ერთერთ საკითხზე ისაუბრა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით. დღევანდელი მთავრობის სხდომის საკითხებიდან ერთერთს გამოვყოფდი, რომელმაც საზოგადოებაში განსაკუთრებული ინტერესი შეიძლება გამოიწვიოს. ეს არის კანონპროქტი ახალი ფონდის ჩამოყალიბების შესახებ. პრეზიდენტმა პარლამენტში თავის გამოსვლაში ახსენა, რომ სახელმწიფო კერძო სექტორთან ძალიან მჭიდრო კოოპერაციაში და პარტნიორობაში რამოდენიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას შეეცდება. ამ მსხვილ საინვესტიციო პროექტებში ვგულისხმობთ ნავთოგადამამუშავებელს, რომელზეც ახლა აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ; სოფლის მეურნეობის ლოგისტიკურ ცენტრს და კიდევ რამოდენიმე მსხვილ პროექტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

მეორე მხროვ, ძალიან მძიმეა იმისათვის, რომ კერძო სექტორმა ინდივიდუალურად სახელმწიფოს გარეშე ამხელა კაპიტალის მოზიდვა და დაბანდება შეძლოს. ჩამოვაყალიბებთ ფონდს, რომელიც საპარტნიორო ფონდი იქნება და ამ ფონდის მეშვეობით კერძო სექტორთან ერთად განვახორციელებთ რამოდენიმე ისეთ პროექტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით...

დღეს განვიხილავთ მთავრობის სხდომაზე და უახლოეს დღეებში უკვე გვექნება ძალიან დეტალური პრეზენტაცია, რომელსაც შევთავაზებთ საზოგადოებას. ამ კანონპროექტის განხილვაში კერძო სექტორსაც ჩავრთავთ. ვფიქრობთ, რომ ამ ფონდს ეყოლება კერძო სექტორისგან ჩამოყალიბებული საინვესტიციო საბჭო, რომელთან ერთად განახორციელებს ამ პროექტებს უახლოეს მომავალში."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური