საქართველოს პრემიერ-მინისტრი კანადაში იმყოფებოდა.
17 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური კანადის პრემიერ-მინისტრს სტეფან ჰარპერს (Stephen Harper) შეხვდა.
„კანადა საქართველოს ერთერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია საერთაშორისო პოლიტიკაში, საქართველოს ძალინ დიდი მხარდამჭერია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის ნატოში.
დღეს შევხვდი კანადის პრემიერ-მინისტრს. ვისაუბრეთ რამოდენიმე საკითხზე: მომავალი წლის ნატოს სამიტზე, რომელზეც კანადის მხარდაჭერის იმედი გვაქვს და ეს მხარდაჭერა გარანტირებულია. ვისაუბრეთ ეკონომიკურ საკითხებზეც. კერძოდ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე, რომელიც დღეს არ გვაქვს კანადასთნ. უახლოეს მომავალში ვაპირებთ მოლაპარაკებების დაწყებას ამასთნ დაკავშირებით. გვქონდა საუბარი კანადის ექსპორტ ბანკთან ხელშეკრულებაზე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტი იმისათვის, რომ კანადური კომპანიები ჩამოვიდნენ საქართველოში.
აგრეთვე ვისაუბრეთ სტრატეგიულ ხელშეკრულებაზე საქართველოსა და კანადას შორის, რომელიც მომავალში თავდაცვის სექტორში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საფუძველი იქნება," - აღნიშნა ნიკა გილაურმა კანადის პრემიერ-მინისტრთნ შეხვედრის შემდეგ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა კანადის სენატის სპიკერს ნოელ კინსელას (Noel Kinsella).
ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური საგარეო საქმეთა მინისტრს ჯონ ბერდს (John Baird) და ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტოს "Exim development Canada" წარმომადგენლებს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური