საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №1557

გ. თაბუაშვილისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულების დაკისრების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად და ამავე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი თაბუაშვილს დაეკისროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შესრულება საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის დანიშვნამდე.

 

ბიძინა ივანიშვილი