საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბრძანება №1585

წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 30 ე მუხლის მე 4 ნაწილის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ" 2012 წლის 29 მაისს გამოტანილი განჩინების აღსრულებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადის დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს 37 778 (ოცდაჩვიდმეტი ათას შვიდას სამოცდათვრამეტი) ევროს ეკვივალენტი ლარი.

ბიძინა ივანიშვილი