საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა2012 წლის 27 ნომებერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინს შეხვდა.

შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. მხარეებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს საქართველო-აშშ-ს 20 წლიან ურთიერთობას და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა ორ მეგობარ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება.
პრემიერ–მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ერიკ რუბინს იმ დიდი დახმარებისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უწევს. საუბარი ასევე შეეხო ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების საკითხს.

„თბილი, მეგობრული შეხვედრა გვქონდა, ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ ორმხრივი ურთიერთობები და იმედი გამოვთქვით, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების ძალისხმევით, ის კიდევ უფრო გაღრმავდება,"-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური