საქართველოს მთავრობა – 2012 წლის სიახლეები

პრემიერ–მინისტრი უცხოელ ჟურნალისტებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

პრემიერ–მინისტრი უცხოელ ჟურნალისტებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უცხოელ ჟურნალისტებს შეხვდა

შეხვედრაში 21-კაციანი დელეგაცია მონაწილეობდა, რომლებიც წარმოადგენდნენ Berliner Zeitung-ს, Independent-ს, The Daily Telegraph-ს, Le Temps-ს, France 24-ს, Le Figaro-ს, TV TF-1-ს, სხვა გამოცემებსა და ტელეკომპანიებს. პრემიერ–მინისტრი უცხოელ ჟურნალისტებს შეხვდა

უცხოური მედიასაშუალებების ჟურნალისტები საქართველოში კოჰაბიტაციის პროცესის მიმდინარეობისა და შესაძლო შერჩევითი სამართლის არსებობით დაინტერესდნენ. როგორც უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ძირითადი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ჟურნალისტებმა შეკითხვები დასვეს, ძველ ხელისუფლებასთან ურთიერთობას და შესაძლო შერჩევითი სამართლის არსებობას უკავშირდებოდა.

პრემიერ–მინისტრი უცხოელ ჟურნალისტებს შეხვდა"დავარწმუნე ისინი, რომ საქართველოში მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. არ იქნება შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნა. ასევე, ვისაუბრეთ ეკონომიკაზე და სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაზეც", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური