არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის დაფუძნების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს სახელმწიფოს სახელით საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის (შემდგომში - ფონდი) დაფუძნება.
2. განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ფონდის გამგეობა განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ფონდის გამგეობის თავმჯდომარე
დავით კირვალიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ფონდის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე
დავით ნარმანია - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი
ნოდარ ხადური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი
თეა წულუკიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი
ხათუნა გოგალაძე - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი, ფონდის გამგეობის წევრი
დავით გალეგაშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ფონდის გამგეობის წევრი
შალვა ფიფია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ფონდის გამგეობის წევრი
გიორგი თაბუაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ფონდის გამგეობის წევრი
დავით საგანელიძე-საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის თავმჯდომარე, ფონდის გამგეობის წევრი
გიგლა აგულაშვილი - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ფონდის გამგეობის წევრი.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფონდის დაფუძნების შემდგომ დამფუძნებლის ყველა უფლებამოსილება განახორციელოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი