საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2052

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „გოკი და კომპანიას" შორის არსებულ მორიგების აქტში ცვლილების შეტანის მოწონების თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ" და „ყ" ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს „თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 ნოემბრის (საქმე №3/489-06) დამტკიცებულ მორიგებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" მორიგების აქტის თანდართული პროექტი.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ -სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.


პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი