საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2057

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებული ვალდებულების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებული საქართველოს ვალდებულების თაობაზე.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კაპიტალში ანაზღაურებადი აქციების „paid-inshares"გამოსყიდვასთან დაკავშირებით 2,400,000 აშშ დოლარის გადარიცხვა;
ბ) ამ პუნქტის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების მომსახურების და დაფარვის არსებული რესურსის 2,400,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით შემცირება და ამავე თანხით საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მონაწილეობიდან არსებული ვალდებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაზრდა.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი