საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2085

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, 2013 წლის განმავლობაში ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტითა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.

 

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი

 

 

 

2012 წლის 28 დეკემბრის

საქართველოს მთავრობის N2085

განკარგულების დანართი

 

 

საერთაშორისო გამოფენები:

 

FITUR - მადრიდი, ესპანეთი - 30 იანვარი-3 თებერვალი

EMITT - სტამბული, თურქეთი - 24-27 იანვარი

IMTM - თელ-ავივი, ისრაელი - 5-6 თებერვალი

ITB - ბერლინი, გერმანია - 6-10 მარტი

Tour Salon - პოზნანი, პოლონეთი - 16-19 ოქტომბერი

World Travel Market - ლონდონი, დიდი ბრიტანეთი - 4-7 ნოემბერი

EIBTM - ბარსელონა, ესპანეთი - 26-28 ნოემბერი

UITT - კიევი, უკრაინა - 27-29 მარტი

KITF - ალმაატა, ყაზახეთი - 24-26 აპრილი

AITF - ბაქო, აზერბაიჯანი - 4-6 აპრილი