საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2086

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის N1400, 2011 წლის 16 აგვისტოს N1670 და 2012 წლის 31 იანვრის N158 განკარგულებებით გათვალისწინებული გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განხორციელებული წყალმომარაგებითი, საკანალიზაციო, გარე განათებისა და საბაგირო კომპლექსის მშენებლობადასრულებულ ობიექტებზე მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ

ქვეყნისთვის განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ, წარდგენილი, სათანადოდ შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციისა და მშენებლობადასრულებული ობიექტების მდგომარეობის გამოკვლევის შედეგების საფუძველზე, გამარტივებული წესით გასცეს მშენებლობის ნებართვა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლისის N1400, 2011 წლის 16 აგვისტოს N1670 და 2012 წლის 31 იანვრის N158 განკარგულებებით გათვალისწინებული გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განხორციელებული წყალმომარაგებითი, საკანალიზაციო, გარე განათებისა და საბაგირო კომპლექსის მშენებლობადასრულებულ ობიექტებზე.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი