საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2012 წლის განკარგულებები

საქართველოს მთავრობის განკარგულება N2091

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე

„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვები და მიეცეს თანხმობა, რომ:

ა) ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა განსაზღვროს არა უმეტეს 16 ერთეულით;

ბ) ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არა უმეტეს 6 000 ლარით;

გ) ფონდში შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა საშუალო თანამდებობრივი სარგო განსაზღვროს არა უმეტეს 2 400 ლარით.

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი