რატი ბრეგაძე
დაბადების თარიღი: 12 დეკემბერი, 1982
განათლება:
2008 - 2011 წწ. - ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი -დოქტორანტურა; მინიჭებული სამეცნიერო ხარისხი: სამართლის დოქტორი (Dr.iur);
2006-2007 წწ. - ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი- მაგისტრატურა; მინიჭებული ხარისხი : სამართლის მაგისტრი (LL.M.);
2005-2006 წწ.- ჰამბურგის მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტი (სამეცნიერო მივლინება);
2003 წ. - ზაარლანდის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობისა და ეკონომიკური მეცნიერებების ფაკულტეტი (სასწავლო მივლინება);
2000-2005 წწ.-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; მინიჭებული კვალიფიკაცია: იურისტი (მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი);
მონაწილეობა ოცამდე ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.
საქართველოსა და გერმანიაში სწავლის პერიოდში იყო პრეზიდენტის, მემედ-აბაშიძის სახელობის, გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის და კონრად-ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტი.
სამუშაო გამოცდილება:
2017-2019 წწ.- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი;
2016 წ.- დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; მინისტრის მოადგილე
2015-2016 წწ.- სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი; აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
2015 წ.-საქართველოს უნივერსიტეტი-სამართლის ფაკულტეტი; მოწვეული ლექტორი
2015-2016 წწ.- სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი-სამართლის ფაკულტეტი; მოწვეული ლექტორი
2012-2013 წწ.- სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი; ცენტრის უფროსი
2012-2015 წწ.- სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო; მინისტრის მოადგილე
2011- 2012 წწ.- იურიდიული კომპანია „მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“(მკდ) იურისტი, გერმანული მიმართულების ხელმძღვანელი
2019 წ. კავკასიის უნივერსიტეტი; სრული პროფესორი
2021 წლის 1 აპრილიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ორი შვილი.