საქართველოს მთავრობა – მთავრობის წევრები

ლევან დავითაშვილი

დაიბადა 1978 წლის 10 დეკემბერს;

სამუშაო გამოცდილება

2023 წლის 9 თებერვლიდან - დღემდე - პირველი ვიცე-პრემიერი
2021 წლის 12 ივლისიდან - 2023 წლის 8 თებერვლამდე - ვიცე-პრემიერი
2022 წლის 9 თებერვლიდან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
2017 წლის 15 დეკემბერი - 2022 წლის 9 თებერვალი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
2016 წლის 9 სექტემბერი - 2017 წლის 15 დეკემბერი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
2014 წლის 5 ნოემბერი - 2016 წლის 8 სექტემბერი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
2012 წლის 4 დეკემბერი-2014 წლის 5 ნოემბერი - საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი
2010-2011 წწ - საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე
2010-2011 წწ - საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირის გამგეობის წევრი
2009-2012 წლის დეკემბერი - შპს "SCHUCHMANN WINES GEORGIA"-ს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი
2007-2009 წწ - USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის Ag Vantage-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
2002-2007 წწ - შპს "წინანდლის ძველი მარნის" გენერალური მენეჯერი
1999-2001 წწ - მსოფლიო ბანკის საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მართვის დახმარების ცენტრი, (CERMA)-ის მთავარი ბიზნეს-კონსულტანტი
06/1999–09/1999 წწ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სოციალური გადასახადების დეპარტამენტის უფროსი
1997–1999 წწ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სადაზღვევო რეგულაციებისა და სტანდარტების დეპარტამენტის უფროსი


განათლება

2002 - 2003 წელი - MIP მილანი, ბიზნესის მართვის მაგისტრი
1999 - 2001 წელი - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრი
1995 - 1999 წელი - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ბაკალავრი

ენების ცოდნა
ინგლისური, რუსული, იტალიური

პერსონალური ინფორმაცია
ჰყავს მეუღლე და 2 შვილი