ირაკლი ქარსელაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 22 თებერვლიდან ხელმძღვანელობს.
მას გააჩნია 22-წლიანი სამუშაო გამოცდილება მკვლევრის პოზიციიდან უმაღლესი მენეჯერული თანამდებობების ჩათვლით, როგორც არასამთავრობო, ისე სამთავრობო და კერძო სექტორის წამყვან მულტინაციონალურ და ადგილობრივ კომპანიებში.
გააჩნია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის, ლოჯისტიკის, სახელმწიფო და საერთაშორისო შესყიდვების, საერთაშორისო ფინანსური დავების, უმსხვილესი სახელმწიფო პროექტების ადმინისტრირების გამოცდილება.
2018 წლის აპრილიდან დღემდე იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოზიციას.
2012 წლიდან მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
მინისტრის პირველ მოადგილედ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დანიშვნამდე იკავებდა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდისა და შვილობილი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, ამავდროულად იყო საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე.
დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.
ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
ირაკლი ქარსელაძე დაიბადა 1978 წლის 28 თებერვალს, ქ. ქუთაისში.
ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი.