დაიბადა 1984 წლის 7 ივნისს.
განათლება
2011-2016 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის დოქტორი;
2009-2010 - რომის „ლა საპიენცას" უნივერსიტეტი, LLM;
2001-2006 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის სპეციალისტი.
აკადემიური საქმიანობა
2018-2023 - ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
2018-2020 - სამართლისა და ეკონომიკის საუნივერსიტეტო ცენტრის აკადემიური დირექტორი;
2011-2019 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი;
2016 - კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი, პოსტ-დოკი (ნიუ იორკი, აშშ);
2015 - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოწვეული ლექტორი;
2013 - მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის მკვლევარი (ჰამბურგი, გერმანია).
სამუშაო გამოცდილება
2024/10 - დღემდე - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი;
2024/08-2024/10 - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი;
2023/12-2024/08 - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე;
2019-2023 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე;
2017-2019 - იურიდიული კომპანია "CLL Law Firm"-ის მმართველი პარტნიორი;
2017-2019 - თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი;
2015-2017 - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი;
2012-2015 - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი;
2011-2012 - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მრჩეველი;
2010 - 2011 - თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციული ბიუროს უფროსი;
2007-2009 - იურიდიული კომპანიის იურისტი;
2005-2006 - სტაჟიორი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.
ალექსანდრე წულაძე არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.