საქართველოს მთავრობა – სიახლეები

დღეიდან სოფლის ექიმებსა და ექთნებს ხელფასები 100 ლარით გავუზარდეთ ამოსაბეჭდი ვერსია

2020-07-01

დღეიდან, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის, სენაკისა და ხობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში განაგრძობს.

სამეგრელოში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული 3 შენობა აშენდა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 22 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 31 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.