საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოს მთავრობის სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ WTPO Awards 2020-ის ფარგლებში, ექსპორტის სტიმულირების და მხარდაჭერის კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დასახელდა. ამოსაბეჭდი ვერსია

2020-07-09

საქართველოს მთავრობის სააგენტო „აწარმოე საქართველოში" WTPO Awards 2020-ის ფარგლებში, ექსპორტის სტიმულირების და მხარდაჭერის კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დასახელდა.

საქართველო 6 ფინალისტ ქვეყანას შორისაა.

ფინალში არიან ორგანიზაციები, რომლებიც ახალისებენ ექსპორტის განვითარების ინოვაციურ და ეფექტურ ინიციატივებს.

► კონკურსი მიმდინარეობდა International Trade Center-ის მიერ, რომელიც გაერთიანებული ერების და მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის საერთო სააგენტოა.

გამარჯვებულები 14 ოქტომბერს, განაში WTPO-ს მე-13 კონფერენციაზე, გამოვლინდებიან .