საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის - „დაშბაშის კანიონი“ ამოსაბეჭდი ვერსია

 

  • პირველად საქართველოში, დაცულ ტერიტორიაზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება. ალგეთის ეროვნული პარკში „დაშბაშის კანიონზე" 83 ჰა მიწის ნაკვეთზე უნიკალური ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
  • „დაშბაშის კანიონზე" უნიკალური, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა, თანმდევი ეკოტურისტული ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით.
  • მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა აშენდება.
  • პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 მილიონ ლარზე მეტია და მას ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს. ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალურია.
  • სამუშაოების მიმდინარეობა პანდემიის მიუხედავად არ შეწყვეტილა.
  • „დაშბაშის კანიონის" ფართობი 669 ჰექტარია და ევროპის ყველაზე დიდ კანიონებს შორისაა.
  • პროექტი ხელს შეუწყობს კანიონის პოპულარიზაციას, მიმზიდველი გახდება ვიზიტორებისთვის, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, განვითარდება ტურისტული სერვისები.
  • კომპანია KASS LAND ასევე ლაგოდეხში ახორციელებს უნიკალურ პროექტს - მოეწყობა კენწეროების ბილიკი, რომელიც ამიერკავკასიაში ერთადერთი იქნება, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 10 მსგავსი ბილიკი არსებობს.