საქართველოს მთავრობა – სიახლეები

რიგით მე-80 საზოგადოებრივი ცენტრი ვანში გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

  • საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ ვანისა და 50-მდე სოფლის - მთისძირის, შუამთის, ყუმურის, ტობანიერის, მუქედის, ციხესულორის, ზედა ვანის, გაბიდის, სალხინოს, დიხაშხოს, სულორის, ძულუხის, ამაღლებისა და სხვ. - 32 000-მდე მოსახლეს მოემსახურება.
  • ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. „ერთი ფანჯრის" პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა, საარქივო მომსახურება და სხვ.
  • ცენტრის სერვისებით სარგებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იქ ჩასულ სტუმრებსაც შეეძლებათ. მაღალი ტურისტული პოტენციალის გამო ვიზიტორები ხშირად სტუმრობენ ვანის მუნიციპალიტეტს. ვანის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს. ასევე, ყველსათვის ხელმისაწვდომი იქნება 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი.
  • ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკით, უფასო ინტერნეტით.
  • თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
  • მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი.
  • ვანის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მე-18 იქნება. ცენტრები ფუნქციონირებს საწირეში, ზედა საზანოში, გეგუთში, შორაპანში, ზეინდარში, მეორე სვირში, ღორეშაში, კიცხში, ხევში, კორბოულში, ხრეითში, დიდ ჯიხაიშში, უსახელოში, ტყიბულში, საჩხერეში, ხარაგაულსა და ჭიათურაში.
  • საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა აქტიურად გრძელდება.
  • პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
  • მოქმედი და მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://centri.gov.ge/ge/centers