საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სიღნაღში კომბინირებული საკვების საწარმო გავხსენით ამოსაბეჭდი ვერსია

2020-07-12

სახელმწიფოს მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში, კომბინირებული საკვების საწარმო ამოქმედდა.

საწარმოში 25 ადამიანი დასაქმდა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში შინაური ცხოველების და თევზების თვეში 80 ტონამდე საკვების წარმოებაა შესაძლებელი.

საწარმოში 900 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 600 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, 300 000 ლარი - კერძო ინვესტიცია.

► პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ბრენდის „ტაოფუდის" სახელით ხდება.

„ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში უკვე 225 ახალი საწარმო დაფინანსდა.