საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სახელმწიფოს მხარდაჭერით 4 თვეში ახალ საწარმოში 3000 ადამიანი დასაქმდება ამოსაბეჭდი ვერსია

2020-07-15

სახელმწიფოს მხარდაჭერით რუსთავში, ახალი საწარმო შენდება, რომელიც 4 თვეში გაიხსნება და 3000 სამუშაო ადგილს შექმნის.

საწარმო „ქართლი ტექსტილის" მშენებლობის მთლიანი ინვესტიციის, 20 მლნ ლარის ნახევარი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით მიღებული შეღავათიანი სესხია. ასევე პროგრამის ფარგლებში საწარმოს გადაეცა უძრავი ქონება.

ახალ საწარმოს „აჭარა ტექსტილი" აშენებს, რომელსაც უკვე აქვს 3 სამკერვალო ფაბრიკა ბათუმსა, ფოთში და ქობულეთში და დასაქმებული ჰყავს 3500 ადამიანი

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: Nike, ADIDAS, Puma, Lotto, Erima ხოლო, ახლო მომავალში დამკვეთი კომპანიების რიცხვს შეემატება "New Balance" და "Under Armour".

კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებულია, წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს

პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული მიმართულების სტატისტიკა : მხარდაჭერილია 363 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 796,1 მლნ ლარს, საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა 508 მლნ ლარს აღწევს. სულ შეიქმნება 16 050-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.