საქართველოს მთავრობა – სიახლეები

59 სოფელს (გორის, დმანისის, ასპინძის, თიანეთის, დუშეთის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში), მათ შორის გომის მთას და საოკუპაციო ხაზთან მდებარე 19 სოფელს მთის სტატუსი დღეს ოფიციალურად მიენიჭა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-07-16

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის მიღებიდან 5 წელი შესრულდა, 5 წლის წინ ამოქმედდა მთის განვითარების ფონდიც.

მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით, სოციალური და საგადასახადო შეღავათებით უკვე სარგებლობს 246 447 მოქალაქე, მათ სიას მთავრობის გადაწყვეტილებით კიდევ 26 0000-მდე მოქალაქე დაემატება

მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, 59 სოფელს (გორის, დმანისის, ასპინძის, თიანეთის, დუშეთის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში), მათ შორის გომის მთას და საოკუპაციო ხაზთან მდებარე 19 სოფელს მთის სტატუსი დღეს ოფიციალურად მიენიჭა.

კანონის ამოქმედებიდან დღემდე, სხვადასხვა შეღავათის ფარგლებში:

სახელმწიფო პენსიის დანამატი მიიღო - 83 12-მა პენსიონერმა;

ელექტროენერგიის შეღავათით ისარგებლა - 91 617-მა მოქალაქემ;

სოციალური პაკეტის დანამატი მიიღო - 17 509-მა ბენეფიციარმა;

სახელფასო დანამატი მიიღო - 12 990-მა მასწავლებელმა;

სახელფასო დანამატი მიიღო - 1 743-მა სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელმა;

ახალშობილისთვის დახმარება მიიღო - 16 447-მა ბენეფიციარმა;

სახელფასო დანამატი მიიღო - 318-მა მწვრთნელმა;

ხე-ტყის დამზადების შეღავათით გასულ წელს ისარგებლა - 19 116 ოჯახმა;

საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს - 424 საწარმო.

მთის განვითარების ფონდის ამოქმედებიდან დღემდე სხვადასხვა სახის პროექტები დაფინანსდა 106 მილიონი ლარით, საიდანაც:

დაახლოებით 50 მილიონი ლარი მოხმარდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს;

პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსდა და 2105 პროექტი და მიიმართა 20 მილიონი ლარი;

სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარია კოოპერატივივები დაფინანსდნენ 17 284 105 ლარით;

პირველადი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობისთვის გამოყოფილი იყო 23 000 ლარი.

150 000 ლარი გამოიყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მთის ფაკულტეტის შექმნისა და შესაბამისი სასწავლო პროგრამის მოსამზადებლად;

2 555 000 ლარის გამოყო სკოლა-პანსიონატების რეაბილიტაცია/მშენებლობისთვის
და სხვ.

​► დღეიდან მთის სტატუსი მინიჭებული ექნება 1 796 დასახლებას, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლების სია იხილეთ ბმულზე : http://gov.ge/s/7e471