საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ქობულეთის სანაპირო ზოლში ახალი ბულვარი შენდება ამოსაბეჭდი ვერსია

2020-07-16

ქობულეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - დაწყებულია სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი.

✅ სამუშაოები ზღვისპირა პარკის 2-კმ-იანი მონაკვეთის მოწესრიგებას გულისხმობს. სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია.

✅ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს:
► დეკორატიული ფილებით სასეირნო ზოლის და სავალი ნაწილის მოწყობა;
► თანამედროვე ტიპის გარე განათების მონტაჟი;
► მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწესრიგება;
► სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა;
► შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

სამუშაოები 4 მლნ ლარზე მეტით ფინანსდება

ზღვისპირა პარკის პირველი ეტაპის მოწყობა გასულ წელს დასრულდა, პროექტით მოწესრიგდა და მოეწყო 850-მეტრიანი მონაკვეთი.

✅ სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პარალელურად, მიმდინარეობს რუსთაველის და აღმაშენებლის ქუჩების გადასასვლელების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება/მოწყობა.

პროექტი ითვალისწინებს მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწყობას, ტროტუარის, სავალი ნაწილის დეკორატიული ფილებით და ბორდიურებით მოპირკეთებას. ადგილზე მოეწყობა მწვანე ზოლი, გარე განათების სისტემა. ტერიტორიაზე განთავსდება სკამები, ფანჩატური, საბავშვო ატრაქციონები.