საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მკვეთრად შემცირებული პოპულაცის აღსადგენად კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-07-16

✅ ხობში, 40 ჰექტარ ფართობზე, შემცირებული სახეობის - კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა მოეწყო.

ბუნებრივ გარემოში დასაბრუნებლად, ყოველწლიურად დაცულ ტერიტორიებზე რამდენიმე ათას კოლხურ ხოხობს გაუშვებენ.

გარდა ხოხბის შემცირებული სახეობისა, მეურნეობაში ასევე მიმდინარეობს „წითელ ნუსხაში" შეყვანილი სხვადასხვა სახეობის ფრინველის მოშენება.

მეურნეობა ხელს შეუწყობს მკვეთრად შემცირებული პოპულაციის აღდგენას.