საქართველოს მთავრობა – სიახლეები

თავდაცვის სამინისტრომ ბინები დააკანონა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-07-16

✅ საქართველოს მასშტაბით, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინები ყოფილ და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, სოციალურად დაუცველ პირებს და საქართველოს სხვა მოქალაქეებს მფლობელობაში გადაეცათ.

ბინების დაკანონების შედეგად, ოჯახებისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა გადაიჭრა, რაც გააუმჯობესებს მათ სოციალურ მდგომარეობას.

დაკანონების შემდეგ, ფაქტობრივ მფლობელებს საშუალება მიეცემათ მუნიციპალური ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამებითაც ისარგებლონ და გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები.