საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სახელმწიფოს მხარდაჭერით სპილენძისა და ალუმინის სადენების ახალი საწარმო გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-07-17

პანდემიის მიუხედავად, საქართველოში ახალი საწარმოების გახსნა გრძელდება.

✅ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, თბილისში, სპილენძისა და ალუმინის სადენების უახლესი ტექნოლოგიების მქონე საწარმო გაიხსნა.

კომპანიამ საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე 100 ახალ სამუშაო ადგილი შექმნა. საწარმო, სრულად დატვირთვის შემდეგ, დაასაქმებს დაახლოებით 250 ადამიანს.

განხორციელდა 15 მილიონი ლარის ინვესტიცია

საწარმო 35-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია Koç Kablo-ს ეკუთვნის.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, კომპანიას საწარმოს შესაქმნელად უძრავი ქონება გადაეცა.

✅ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში : მხარდაჭერილია 363 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 796,1 მლნ ლარს, საიდანაც კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა 508 მლნ ლარს აღწევს, ჯამში იქმნება 16 050-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი.