საქართველოს მთავრობა – წლიური ანგარიში

ანგარიში 2023

 

2023 წლის საანგარიშო პერიოდში, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით რეგისტრირებულია სულ 128 განცხადება, აქედან საქართველოს თავრობის ადმინისტრაციის მიერ განხილულ იქნა და შესაბამისი პასუხი გაეცა 46 მოთხოვნას (მათ შორის 3 შემთხვევაში განემარტათ განმცხადებლებს, რომ  მათ მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას) კოდექსის მე–80 მუხლის თანახმად 33 განცხადება გაიგზავნა შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში, ხოლო 49 განცხადებაზე მიმდინარეობს საქმისწარმოება.