საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში წირვას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2014-05-13

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში მივიდა. დღეს ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში პირველი წირვა აღევლინა. ტაძარში ივერიის ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი დააბრძანეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხადა.
მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში იმყოფებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური