საქართველოს მთავრობა – 2014 წლის სიახლეები

პრემიერი საწვავის ფასებთან დაკავშირებით ანგარიშს ითხოვს ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „კონკურენციის სააგენტოს" საქართველოში საწვავის ფასებთან დაკავშირებით ანგარიშის წარსადგენად 10-დღიანი ვადა მისცა, - როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მსოფლიოში ნავთობის ფასები მცირდება, თუმცა სამწუხაროდ ქართულ ბაზარზე ეს ადეკვატურად არ აისახება.
პრემიერმა „კონკურენციის სააგენტოს" მიმართა, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, რატომ არ ხდება ანალოგიურად ფასების კლება საქართველოში.
„ვიცი, რომ საქართველოში ბენზინის ფასმა დაიწია, მაგრამ ეს უნდა იყოს მსოფლიო ბაზართან შესაბამისობაში. ვითხოვ, 10 დღის განმავლობაში კონკურენციის სააგენტომ წარმოადგინოს დეტალური ანგარიში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური