საქართველოს მთავრობა – მედია პრემიერ-მინისტრის შესახებ

კერი აცხადებს, რომ დაეხმარება საქართველოს ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღებაში - REUTERS ამოსაბეჭდი ვერსია

ვაშინგტონი (როიტერი) - ამერიკის შეერთებული შტატები დახმარებას აღუთქვამს საქართველოს ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღებაში, რათა ხელი შეუწყოს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას დასავლეთთან უფრო მეტად ინტეგრაციაში, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ოთხშაბათს.

კერის არ დაუკონკრეტებია და არ ულაპარაკია იმ გეგმებზე, რომლებიც უნდა განახორციელოს საქართველომ დასავლეთთან ვაჭრობისა და ინვესტირების გაზრდის მიზნით.
,,დღეს მე განვაცხადებ აშშ-ის სურვილს და ნებას, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ სწრაფვაში, კონკრეტულად კი დაეხმაროს, რომ საქართველომ მიაღწიოს ევროპასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას და მინიმუმამდე შეამციროს ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაციით მიყენებული ზიანი," - განაცხადა კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისთანავე.