საქართველოს მთავრობა – მედია პრემიერ-მინისტრის შესახებ

გაიცანით ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელიც თავს არ უხრის ვლადიმირ პუტინს

2014-03-09

გაიცანით ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელიც თავს არ უხრის ვლადიმირ პუტინს

09.03.2014

THESTAR.COM

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ 31 წლისაა, მაგრამ მას უკვე ესმის ვლადიმირ პუტინის რუსეთის ნაცვლად დასავლეთთან დაახლოვების რისკები.
"მე მართლაც მინდა გადავაქციო ჩემი ქვეყანა რეალურ, თანამედროვე, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოდ. ეს არის ჩემი ოცნება."
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრი
ვაშინგტონი - როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მისი მშობლიური საქართველო ის-ისაა იწყებდა მოღონიერებას საბჭოთა სატელიტად ყოფნის გამანადგურებელი რამდენიმე ათეული წლის შემდეგ. ღარიბაშვილის სახლში არ იყო არც ელექტროენერგია, არც გაზი და მას სანთლის შუქზე უხდებოდა სწავლა.
ახლადგამოცხადებული დამოუკიდებლობის მქონე ქვეყანას - ჩაფლულს ქრონიკულ კოპუფციასა, მძვინვარე სამოქალაქო დესტაბილიზაციასა და ხანგრძლივ ეკონომიკურ კრიზისში - ამაზე უკეთესად საქმე ვერ მისდიოდა.
ღარიბაშვილი ამჟამად საქართველოს პრემიერ მინისტრია და, 31 წლის ასაკში, წარმოადგენს ყველაზე ახალგაზრდა არჩეულ მთავრობის მეთაურს მსოფლიოში. მისი ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა, ერთ დროს მყარად იყო ორიენტირებული აღმოსავლეთისაკენ - მისი მმართველებისაკენ მოსკოვში. ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ქვეყანა მალე ასევე მტკიცედ იქნება ორიენტირებული დასავლეთისაკენ.

მისი მთავრობის ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია, როგორც ღარიბაშვილი ამბობს, უფრო მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების განვითარებისაკენ ევროკავშირთან და, ამავე დროს, საბოლოოდ ნატოსთან შეერთებისთვის საფუძვლის ჩაყრისაკენ.
""მე მართლაც მინდა გადავაქციო ჩემი ქვეყანა რეალურ, თანამედროვე, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოდ," ამბობს ის და გულდასმით არჩევს სიტყვებს . „ეს არის ჩემი ოცნება."
ამ ოცნების რეალობად ქცევა მოითხოვს თბილისის რუსეთთან ურთიერთობების მოხერხებულად განვთარება. პროდასავლური ლიდერებით ახლომდებარე უკრაინაში, რომელიც იბრძვის და ეძებს რუსეთის ჩექმის ქვეშიდან გამოსვლის გზებს, - და მისი ჯარით, - საქართველოს წარმატებები და ბრძოლა კიევს სთავაზობს როგორც გზამკვლევს, ასევე ჭკუის სასწავლებელ ამბავს.
ღარიბაშვილს კარგად ესმის მოსკოვის ზედმეტად გაღიზიანების რისკი. საქართველოს უკანასკვნელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ძალაუფლება მოიპოვა 2004 წელს ე.წ. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, გააძევა ედუარდ შევარდნაძე.
საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, სააკაშვილმა დაიწყო ევროკავშირთან და აშშ-თან ურთიერთობების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობა, რითაც რუსეთის რისხვა გამოიწვია.
2008 წელს, ქართულმა ჯარებმა რამდენიმე უმნიშვნელო შეტაკებაში მიიღეს მონაწილეობა სეპარატისტულ ძალებთან ურჩ სამხრეთ ოსეთის რეგიონში. რუსეთი ჩაერია მეამბოხეთა დასაცავად და ქართული შეიარაღებული ძალები გამოდევნა ამ ტერიტორიიდან. თბილისმა და მოსკოვმა გაწყვიტეს დიპლომატიური კავშირები, ხოლო სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღმოჩნდნენ რუსეთის დე-ფაქტო კონტროლის ქვეშ მას შემდეგ. ეს სცენარი შეიძლება ყირიმშიც განმეორდეს.
ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ მისი ქვეყნის მზარდი ინტეგრაცია ევროპაში თანდათან დაარწმუნებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეებს, რომ საქართველოში დაბრუნება მათ ინტერესებში შედის.
თბილისი გეგმავს ევროკავშირთან ე.წ. „ასოცირების შეთანხმების" ხელმოწერას აგვისტოში, რაც უფრო დაახლოვებს საქართველოს ევროკავშირში სრულუფლებიან გაწევრიანებასთან. ღარიბაშვილის პროგნოზით, შემდგომი 5 წლის მანძილზე საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ევროკავშირის ფარგლებში ვიზის გარეშე მოგზაურობა და ქვეყნის ეკონომიკა სწრაფად გაძლიერდება ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოვების ხარჯზე. მას სწამს, რომ სეპარატისტული რეგიონების მაცხოვრებლები ამგვარ შეღავათებს თავისთვისაც ისურვებენ.
"ისინი დაინახავენ განსხვავებას ცხოვრების დონეში," ამბობს ღარიბაშვილი. "ისინი დაინახავენ, როგორც ცხოვრობენ ისინი აფხაზეთსა და ოსეთში, და ნახავენ, როგორ ცხოვრობენ ქართველები."
მთელი ეს სტრატეგია დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფეატურად შეუძლია ღარიბაშვილს საქართველოს, როგორც ბიზნესისა და ეკონომიკური რეგიონალური ცენტრის მისეული ხედვის რეალიაცია. საუბრობს რა, როგორც ბიზესმენი, რომელსაც ის წარმოადგენდა პოლიტიკოსად გახდომამდე, ღარიბაშვილი სიამაყით აცხადებს, რომ მისი ქვეყანა გვთავაზობს პოლიტიკურ სტაბილურობას, იაფ სამუშაო ძალასა და ბიზნესზე მორგებულ მარეგულირებელ სტრუქტურებს. ის ამბობს, რომ მოელის საქართველოს ეკონომიკის ზრდას 5%-ით მაინც 2014 წელს.
ღარიბაშვილი პოსტ-საბჭოური ქვეყნის პირველი ლიდერია, რომელიც არ გაზრდილა და არ უცხოვრია საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, მაგრამ ის არ იქნება უკანასკნელი.
უკრაინის ზოგიერთი მომავალი ლიდერი, ალბათ, დაახლოვებით იგივე ასაკისა იქნება და, სავარაუდოდ, გაიზრდება დაახლოვებით ანალოგიური გამოცდილების საფუძველზე. საქართველო უფრო ახლოსაა ირანთან და ერაყთან, ვიდრე პარიზსა და ლონდონთან. ,მიუხედავად ამისა, ღარიბაშვილის წარმატების შემთხვევაში, მისი ქვეყანა მაინც გახდება ევროკავშირის ნაწილი. ამგვარი მიღწევა არ იქნება დაკარგული ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში ხელისუფლების სათავეში ახალგაზრდა ლიდერების თანდათანობით მოსვლით.
"ჩვენ გვინდა ვიყოთ მაგალითი," ამბობს ღარიბაშვილი. "ჩვენ გვინდა ვუჩვენოთ გზა."

ორიგინალი: http://www.thestar.com/news/world/2014/03/09/meet_the_young_politician_standing_up_to_vladimir_putin.html