საქართველოს მთავრობა – საჯარო მმართველობა

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის პროგრეს ანგარიში (2020, I-II კვარტალი)

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის პროგრეს ანგარიშის მიზანია სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობებისა და მათი შედეგის ინდიკატორების განხორციელების პროგრესის ჩვენება, მიღწევებისა და ხარვეზების გამოვლენა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და დაინტერესებული მხარეებისთვის მიწოდება.

წინამდებარე მონიტორინგის ანგარიშის მეთოდოლოგია ეყრდნობა ერთი მხრივ, პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელოს, ხოლო მეორე მხრივ, OECD/SIGMA-ს საჯარო მმართველობის რეფორმისა და სექტორული სტრატეგიების შემუშავების, განხორციელების, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების ინსტრუმენტს.

ანგარიში შემუშავდა საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს სამდივნოს (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის საჯარო მმართველობის სამმართველო) მიერ პროცესში ჩართულ სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

პროგრეს ანგარიში მოიცავს 2020 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდს (I-II კვარტალი).