საქართველოს მთავრობა – საჯარო მმართველობა

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის წლიური ანგარიში (იანვარი-დეკემბერი 2020)

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის წლიური ანგარიშის მიზანია სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანებისა და მათი შედეგის ინდიკატორების, ასევე, აქტივობების განხორციელების პროგრესის ჩვენება, მიღწევებისა და ხარვეზების გამოვლენა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და დაინტერესებული მხარეებისთვის მიწოდება.

ანგარიში შემუშავდა რეფორმის საბჭოს სამდივნოს (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის საჯარო მმართველობის სამმართველო) მიერ პროცესში ჩართულ სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
მონიტორინგის ანგარიში მოიცავს 2020 წლის იანვარიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს (I-IV კვარტალი).

წინამდებარე მონიტორინგის ანგარიშის ფარგლებში, სულ შეფასებულია 35 ამოცანის შედეგის ინდიკატორი და 87 აქტივობის შედეგის ინდიკატორი საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ექვს სფეროში: პოლიტიკის დაგეგმვა, საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა, ანგარიშვალდებულება, სახელმწიფო სერვისების მიწოდება, საჯარო ფინანსების მართვა და ადგილობრივი თვითმმართველობა.