საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერმა ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაული მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-25

მთელი გულით ვულოცავ ებრაელ ხალხს ხანუქის დღესასწაულს, რომელიც სიკეთის, სამართლიანობის, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების სიმბოლოა.

ქართველებისა და ებრაელების ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენ ერთმანეთთან გამორჩეული სიყვარული და პატივისცემა გვაკავშირებს. ჩვენ ვამაყობთ ამ დიდი მეგობრობით.

მშვიდობას, კეთილდღეობასა და წინსვლას ვუსურვებ ებრაელ ხალხს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი
გიორგი კვირიკაშვილი