საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №460

 პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტი ძირითადი ამოცანებია :

·       სამთავრობო პოლიტიკის დაგეგმვის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

·       საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებელი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ექსპერტიზა;

·       საქართველოს მთავრობის ყოველწლიური პრიორიტეტებისმიზნებისა და ამოცანების განსაზღვრის მიზნითყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება­;

·       საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დავალებითაღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციური ან/და დარგობრივი რეფორმების კოორდინაცია;

·       საქართველოს პრემიერ-მინისტრის ან/და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის დავალებითაღმასრულებელ ხელისუფლებაში განსახორციელებელი ინსტიტუციური რეფორმების თაობაზე წინადადებების შემუშავება;

·       ღია მმართველობის პარტნიორობაში საქართველოს წევრობის კოორდინირება ეროვნულ დონეზე და საერთაშორისო წარმომადგენლობაღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავებაშესრულების მონიტორინგი და ანგარიშგებასამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა;

·       დონორთა მოძიებისა და მათი მხარდაჭერის ეფექტიანი კოორდინაცია;

·       საგარეო დახმარების შესახებ მონაცემთა შეგროვება და ანალიზი;

·       ელექტრონული მმართველობისა და სახელმწიფო სერვისების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის ხელშეწყობაამ სფეროში სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაცია;

·       საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებებისაგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე