საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №451

ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

· საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ერთიანი საქმისწარმოებისა და ცენტრალიზებული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;

· საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვა;

· საქართველოს მთავრობის სხდომების ორგანიზება, საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენა;

· საქართველოს მთავრობის, მათ შორის, „ელექტრონული მთავრობის", საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოების სხდომების გამართვის უზრუნველყოფა, სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების ხელმოსაწერად მომზადებულ აქტებთან, ოქმებთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, აღრიცხვა-სისტემატიზაცია;

· საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით;

· საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული რესურსების ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა და მათი შეუფერხებელი წვდომისათვის აუცილებელ ღონისძიებათა განხორციელება;

· ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა ინტერნეტრესურსებზე დაშვების უფლების განსაზღვრა;

· საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;

· საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემის თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;

· საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირება, მათზე დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი;

· საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სისტემაში პროგრამული საშუალებების პერიოდული შემოწმება, მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;

· საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;