საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის ბრძანებები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №459

ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

· კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზი და მონიტორინგი;

· ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის პრინციპის დანერგვა პოლიტიკის შემუშავების პროცესში;

· ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, შესრულების ხელშეწყობისა და შესრულების შეფასების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა;

· ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასებების ანალიზი და პოლიტიკის დოკუმენტებში მათი ჯეროვანი ასახვის უზრუნველყოფა;

· კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო ან/და დონორ ორგანიზაციებთან, ასევე უცხო ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობა;

· საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულება;