საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

მთავრობის გადაწყვეტილებით ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია მოხდება ამოსაბეჭდი ვერსია

2020-07-23

შემდეგი საკითხი, რომელზეც დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ, ეს გახლავთ ოზურგეთის რაიონის 49 სოფლის ინტერნეტიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტის მიწოდება.

„ეს კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ჩვენ ეპიდემიამ და კრიზისმა დაგვანახა. მაღალი ხარისხის ინტერნეტი თითოეულ ქართულ სოფელში - ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სწრაფად გადასაწყვეტი ამოცანა. ეს უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების აუცილებლობა ხდება, იმისთვის, რომ ფერმერებმა ნორმალურად იმუშაონ, ჩვენმა ბავშვებმა ნორმალურად მიიღონ განათლება და ცხოვრების ჩვეულებრივი დონე, ისეთი, როგორიც არის ქალაქში, მივიტანოთ სოფლად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური