საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2022-01-04

 .

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა.

მთავრობის მეთაური პატრიარქს საპატრიარქოში ესტუმრა, დაბადების დღე პირადად მიულოცა და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს 89 წლის გახდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური