საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ამოსაბეჭდი ვერსია

2022-01-13

მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი ხელბურთელის, მწვრთნელისა და სპორტის მოღვაწის ჯანო ბაგრატიონის გარდაცვალების გამო.

ბატონმა ჯანომ არაერთი გამარჯვება მოუტანა ქართულ სპორტს, შემდეგ კი ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდას. ამავე დროს იგი გახლდათ სამაგალითო მოქალაქე მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის, ახალგაზრდებისთვის.

ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ჯანო ბაგრატიონის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი