საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

განცხადება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ამოსაბეჭდი ვერსია

2022-01-27

დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ტრაგედიის, ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას.

ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ჰოლოკოსტის გაკვეთილს, რომელიც ხმამაღლა მოგვიწოდებს, რომ აღარასდროს დავუშვათ სიძულვილზე, შეუწყნარებლობაზე, საკუთარი უპირატესობის რწმენაზე დაფუძნებული პოლიტიკა.

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნა ყველა ერსა და ხელისუფლებას ავალდებულებს მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო თანამეგობრობის, ისეთი მსოფლიოს შენებას, სადაც მსგავსი ბოროტება აღარასდროს განმეორდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი