საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „Siemens Energy AG”-ის პრეზიდენტთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა ამოსაბეჭდი ვერსია

2022-02-19

..

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „Siemens Energy AG"-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს კრისტიან ბრუხს შეხვდა.

საუბრის ძირითადი თემა იყო ის პოტენციური საინვესტიციო პროექტები, რომელთა საქართველოში განხორციელებით, შესაძლოა, „Siemens Energy AG"-ი დაინტერესდეს. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით არსებულ პოტენციალს.

პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი „Siemens Energy"-ის მხრიდან ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას. ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის პრეზიდენტს შესთავაზა, „Siemens Energy"-ის დელეგაცია ადგილზე გაეცნოს წარმოების შესაძლებლობებსა და ბიზნესის კეთების კუთხით არსებულ პოტენციალს.

"Siemens Energy"-ი მსოფლიოს 90 ქვეყანაში საქმიანობს და დასაქმებული ჰყავს 90 ათასზე მეტი ადამიანი.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური