საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2022-02-28

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და ხაზგასმით განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრა და იქ საომარი მოქმედებების წარმოება, სრულიად მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება. აღინიშნა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისადმი, მათ შორის პოლიტიკურ დონეზე, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით და სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური