საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

პრემიერი ქედაში საფუტკრე მეურნეობაში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2022-04-03

 .

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ქედაში იმყოფებოდა, სადაც გორგაძეების ოჯახში საფუტკრე მეურნეობა დაათვალიერა.

პრემიერს მეპატრონემ, თემურ გორგაძემ უმასპინძლა და საოჯახო მეურნეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მეფუტკრეობის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რადგან ამ მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.

გორგაძეების ოჯახმა შეღავათიანი აგროსესხით ისარგებლა და 170 000 ლარის ოდენობის სახელმწიფოს თანადაფინანსებით საფუტკრე მეურნეობა გააშენა. ამ დროისთვის თემურ გორგაძეს მეურნეობაში 650 სკა აქვს და 10 ტონა თაფლს აწარმოებს და თაფლის რეალიზაციას საქართველოსა და თურქეთში ახორციელებს.

გორგაძეების ოჯახში პრემიერ-მინისტრთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი იმყოფებოდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური