საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღე ამოსაბეჭდი ვერსია

2022-04-06

დღეს დიდი მხედართმთავრის, სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებული მებრძოლის,  საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა.

გიორგი მაზნიაშვილს განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ხანგრძლივ და სახელოვან სამხედრო ისტორიაში. თანამედროვე ქართული არმიის ერთ-ერთი შემოქმედი, სტრატეგიული ნიჭით გამორჩეული მთავარსარდალი იმავდროულად მამაცობისა და შეუპოვრობის მისაბაძი მაგალითი იყო თანამებრძოლებისათვის.

„მე არც ბოლშევიკების გენერალი ვარ და არც მენშევიკების, მე საქართველოს გენერალი ვარ“ - მისი ეს სიტყვები ყველაზე კარგად აღწერს იმ ადამიანის ცხოვრებას, ვინც სამუდამოდ დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი საქართველოს დიდ მამულიშვილთა შორის.

დაუმარცხებელი გენერლის უანგარო მსახურება სამშობლოსა და ხალხისადმი სახელმძღვანელოდ დარჩება თითოეული ჩვენგანისათვის, მომავალი თაობებისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი