საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

მილოცვა ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით ამოსაბეჭდი ვერსია

2022-04-15

საქართველოს ებრაულ თემს, ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნებულ ჩვენს თანამოძმეებს, მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ პასექის უდიდეს დღესასწაულს.

უფლის მიერ ებრაელთა მონობიდან გამოხსნის, ფიზიკური და სულიერი გათავისუფლების ეს ბიბლიური დღესასწაული სიმბოლური და მნიშვნელოვანია ყველასთვის, ვისთვისაც თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა.

ყველა ჩვენგანისთვის ძალზე ძვირფასია ქართველთა და ებრაელთა მეგობრობა, რომელიც ათასწლეულებით იზომება. ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, ვუერთდები თქვენს საზეიმო განწყობას და მშვიდობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი