საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა ამოსაბეჭდი ვერსია

2022-04-16

ტალინში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, სპორტულ წყვილებში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა წყვილმა საქართველოდან, კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ. ეს არის საქართველოს პირველი ოქრო სპორტის ამ სახეობაში.

ლუკა ბერულავა წარმოშობით აფხაზეთიდანაა.

ვულოცავ ჩვენს სპორტსმენებს და ქართველ გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას და კვლავაც წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ჩემპიონებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი