საქართველოს მთავრობა – 2022 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრის მილოცვა ამოსაბეჭდი ვერსია

2022-05-02

საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მუსლიმს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ რამადან-ბაირამს - ერთთვიანი მარხვის საზეიმო დასრულებას, სულიერი განწმენდის, სიკეთისა და ერთმანეთზე ზრუნვის დიდ დღესასწაულს.

ჩვენ საუკუნეებია ერთად, ძმობითა და მეგობრობით ვაშენებთ ჩვენს საერთო სამშობლოს, ერთი გვაქვს აწმყო და ერთად უნდა შევქმნათ მომავალი. ამიტომ, თქვენი სიხარული - თითოეული ჩვენგანის სიხარულია.

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად ვუერთდები თქვენს ზეიმს და მშვიდობას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი